„ლელო “ სამართალდამცავებს მოუწოდებს, პარლამენტთან დაკავებული აქტივისტები დროულად გაათავისუფლოს

„ქართული ოცნების“ რეპრესიული მანქანა კვლავინდებურად აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების დევნას და დაპატიმრებას“,-ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის" განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „ლელო საქართველოსთვის" ქალთა საბჭო სრულ სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო აქტივისტებს ნათია ლეთოდიანს და შუშანა მაცაბერიძეს, რომლებიც დღეს, 28 ნოემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს, სადაც აქციის მონაწილეები, დროებით აღმართულ კონსტრუქციაზე, საპროტესტო წარწერების გაკეთებას გეგმავდნენ.

„ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გაათავისუფლონ დაკავებული აქტივისტები, პატივი სცენ მოქალაქეების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც „უზენაესი ადამიანური ფასეულობას". შესაბამისად, უარი თქვან საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ უკანონო დავალებების აღსრულებაზე. პარტიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა სხვადასხვა ფორმით გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს