პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ დატოვეს.

როგორც ჟურნალისტებს " ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, აქციის 2 მონაწილე პოლიციამ პარლამენტთან საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო დააკავა.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან აქცია ოპოზიციის რამდენიმე წევრმა, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" და „სირცხვილიას" წარმომადგენლებმა გამართეს. ისინი გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრას და შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს აპროტესტებდნენ. ისინი საკუთარ პროტესტს შეძახილით "მონებო" გამოხატავდნენ.

სამოქლაქო აქტივისტებმა და ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობასთან აღმართულ ბარიკადებზე დატოვეს წარწერა "ბიძინა მონა",“ 20%“ - ნიშნად იმისა,რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა