გია ვოლსკი - კარგი არაფერია იმაში, როდესაც პარლამენტი ოპოზიციის გარეშე საქმიანობს, მაგრამ არსებობს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე

ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რასაკვირველია, კარგი არაფერია იმაში, როდესაც პარლამენტი საქმიანობს ოპოზიციის გარეშე, მაგრამ არსებობს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ვოლსკის განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც პანდემიამ მოიცვა მსოფლიო, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი, რომელსაც პირველ რიგში საპარლამენტო მუშაობა და ბიუჯეტის დამტკიცება სჭირდება. ვოლსკის თქმით, ეს არის რეალობა და ვინც ამ რეალობის წინააღმდეგ მიდის, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეა.

„ყველას მინდა შევახსენო და განსაკუთრებით, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერ ხმის მიმცემ ადამიანებსა და მოქალაქეებს - არსებობს უპირველესი ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს ინტერესი, რომ ჰქონდეს ბიუჯეტი და ჰქონდეს სტრუქტურები, რომლებიც იმუშავებენ 2021 წელს საგანგებო რეჟიმში, როდესაც პანდემიამ მოიცვა მთელი მსოფლიო, როდესაც ეკონომიკური დარტყმები არის ძალიან ძლიერი, მათ შორის, ეკონომიკურად სუსტი ქვეყნისთვის, რომ სოციალური პაკეტი შესანარჩუნებელია, შესანარჩნებელია სოფლის მეურნეობის და სხვა პროექტები, განათლების სისტემას ძალიან გაუჭირდა, ეს ყველაფერი პარლამენტში უნდა წყდებოდეს და უნდა იღებდეს კანონების სახეს და ამის წინა პირობა არის დამტკიცებული ბიუჯეტი. ვინც ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მიუხედავად იმისა თუ რას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ის არის მონაწილე საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების და ეს არის ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვების გარეშე, ეს რეალობა დგას და ამ რელობას ქმნიან ისინი, ვინც გუშინ, წინა პერიოდში სწორედაც სათავეში ედგნენ საქართველოს დამარცხებას ოკუპანტის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკური სიდუხჭირის შექმნას, სოციალური პაკეტების აბსოლუტურ გაუქმებას. უამრავი ადამიანის ოჯახებზე გადაიარა მმართველობის იმ მძიმე პერიოდმა, მათ ღირსებაზე, ჯანმრთელოაბაზე, ქონებაზე და დღეს ამის გამეორება არის დაუშვებელი“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა