„სითი მოლი“ მის  ლოკაციაზე არსებულ მოიჯარეებს, რომლებსაც  ფუნქციონირების უფლება შეეზღუდათ, საიჯარო ღირებულებისგან ათავისუფლებს

სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ მის ორივე ლოკაციაზე („სითი მოლი - საბურთალო“ და „სითი მოლი - გლდანი“) არსებულ მოიჯარეებს, რომლებსაც სახელმწიფო დადგენილების თანახმად, შეეზღუდათ ფუნქციონირების უფლება, საიჯარო ღირებულებისგან ათავისუფლებს.

„სითი მოლის“ ადმინისტრაციამ გასული 3- თვიანი შეზღუდული ოპერირების პერიოდში, ასევე, უზრუნველყო მოცემული საკითხი და მათ სივრცეში ინტეგრირებულ თითოეულ ბრენდულ მაღაზიას, რომელსაც სახელმწიფო დადგენილების მიხედვით ჰქონდა მუშაობის უფლება შეჩერებული, გაუჩერა საიჯარო ღირებულების გადახდა. „სითი მოლის“ სივრცეებში 28 ნოემბრიდან მუშაობას განაგრძობს ჰიპერმარკეტები, საბანკო და ფინანსური მომსახურების გაწევასთან ასოცირებული ბრენდული ობიექტები, სააფთიაქო ქსელები და ესთეტიკური ცენტრები.

„მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, ჩვენ, ჩვენი ძალებით შევძელით შეგვენარჩუნებინა ფუნქციური ბიზნესი და ადამიანური რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მოიჯარეები სავაჭრო ცენტრებში. როგორც ჩვენ, ასევე მოიჯარეებს, სამი თვის დანაკლისის აღდგენის იმედი გვქონდა წლის ყველაზე დატვირთულ წინასაახალწლო პერიოდში, რაზეც ვაკეთებდით ოპტიმისტურ პროგნოზებს. ჩვენს სავაჭრო ცენტრებში პირდაპირ დასაქმებულია 500 თანამშრომელი (მოლის ადმინისტრაცია, მომსახურება), ხოლო მაღაზიებში პირდაპირ დასაქმებულია 5200–მდე თანამშრომელი, სავაჭრო ცენტრებში არაპირდაპირ დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ჩვენი რესურსებით მოვახერხეთ თანამშრომელთა ამ რაოდენობის შენარჩუნება, თუმცა რესურსი სრულად, წინასწარ და გადაჭარბებით გახარჯულია. ასევე, ამოწურულია ყველა ის ლიმიტი, რაზე გათვლაც გვქონდა ოპერირების აღდგენიდან წლის ბოლომდე. ოპერირების შეზღუდვის პირობებში სავაჭრო ცენტრებისა და პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლების მიერ დასაქმებულ თანამშრომელთა სრულად შენარჩუნება ვერ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ ორივე ლოკაციაზე (საბურთალო, გლდანი) სრულად დაცულია ვირუსთან ბრძოლის საჭირო ყველა რეკომენდაცია და ის ერთ–ერთი ყველაზე კარგად დაცული სავაჭრო გარემოა. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ პანდემიის პირობებში სავაჭრო ცენტრი არ გამხდარა ვირუსის გავრცელების წყარო“, - ნათქვამია „სითი მოლის“ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო