მიხეილ რამიშვილის განმარტებით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნამდე, მასალების ნაწილი ამოიღეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განმარტებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქმის მასალებზე გრიფით „საიდუმლოს“ სტატუსის მოხსნამდე, მასალების ნაწილი ამოიღეს. როგორც მიხეილ რამიშვილმა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაშიფრულია ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით დაკითხული პირების შესახებ.

„მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გრიფით „საიდუმლოს“ სანამ მოხსნიდნენ, მთელი რიგი მასალა ამოღებულია და კარგად გადაამოწმეს. დაშიფრულია, თუ ვინ არიან დაკითხულები, ეს ჩემთვის უცნობია, ამ პირების ჩვენებები შეუსაბამოა. გარკვეულწილად დგინდება და დავადგინეთ, რომ მედიკამენტზე, რომელზეც თავიდანვე ვამბობდით, რომ არ იყო თამარის მიერ შეძენილი, ყველა აფთიაქიდან მიიღეს პასუხი, რომ გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით და შესაბამისად, თამარი მას ვერ შეისყიდდა, რეცეპტი არ დევს საქმეში და ივლისიდან მოყოლებული დღემდე ცდილობენ, რომ იქნებ როგორმე სააფთიაქო ქსელში ნახონ, ოჯახის წევრმა ხომ არ შეიძინა და ოჯახიდან ხომ არ ჰქონდა წაღებული თამარს. მკვლელებს ხელს აფარებენ! ეს მკვლელობაა და ცალსახად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქმე“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, გადასამოწმებელია ინფორმაცია და შესაძლებელია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში ჩართული იყოს ადამიანთა ჯგუფი, რომელთაგან უშუალო შემსრულებელი შესაძლოა, რომ ორი მამაკაცი იყოს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა