მსახიობ კახი კავსაძის ძმა - კახის კორონავირუსი აქვს, მეც და მთელ ჩვენს ოჯახს, იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად წარიმართება

მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ძმამ იმერი კავსაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში კახი კავსაძის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

ინფიცირებულია თავად იმერი კავსაძე და მისი მეუღლეც.

„იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად წარიმართება. კახის კორონა აქვს, მეც მაქვს და მთელ ჩვენს ოჯახს დაგვემართა, ეს ისეთი რაღაცაა, ვერ გაიგებ, სად დაგემართება და როგორ. ჩვენ უკვე ერთი კვირაა ასე ვართ და 6-7 დეკემბერს სრულდება ჩვენი იზოლაცია და ყველაფერი იქნება რიგზე. მკურნალობას გავდივართ სახლში, კახი დღეიდან გადავიყვანეთ კლინიკში, ჩემზე ცოტა უფროსიც არის და ამიტომ ვამჯობინეთ, რომ გადაყვანილი ყოფილიყო საავადმყოფოში. კახის იმდენი ოპერაცია აქვს გაკეთებული, იმდენად ნაომარია, რომ ბოლოს და ბოლოს ვარჩიეთ, რომ იყოს ჩვენი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. ყველამ გავიკეთეთ ტესტი, როგორც წესია“, - განაცხადა იმერი კავსაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა