საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები და სილამაზის სალონები/ესთეტიკური მედიცინის ცენტრები (საერთო ჯამში 4020 ობიექტი) მოინახულეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს.

“აღნიშნული რეგულაციების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე, ბიზნესის მდგრადი ოპერირებისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მკაცრად აღასრულონ შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი კონტროლის მექანიზმები და შეზღუდვები.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში განახორცილებს ვითარების კონტროლს და სრულ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით მიღებული რეგულაციების შესახებ, ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

დანართი1

დანართი2

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა