ირანის პარლამენტმა ბირთვული საქმიანობის აქტივიზაციის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა

ირანის პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ბირთვული საქმიანობის აქტივიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის დაჩქარებას ითვალისწინებს.

ერთ-ერთმა დეპუტატმა ნეზამ ად-დინ მუსავიმ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ კანონპროექტის დამტკიცების, მათ შორის, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დამატებითი პროტოკოლის შესრულების გაფართოებული წვდომის, ასევე ქვეყანაში ბირთვული ობიექტების საკითხზე, სავარაუდო განხილვა ოთხშაბათს გაიმართება.

მანამდე, ირანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება განიხილოს კანონპროექტი სახელწოდებით „სანქციების გაუქმების სტრატეგიული ზომების შესახებ“. დღევანდელი გადაწყვეტილებით, პროექტს მიენიჭა ორმაგი მნიშვნელობის მქონე სტატუსი.

კანონპროექტი ითვალისწინებს ურანის 20 %-მდე გამდიდრებას. ამ დროისთვის, ირანში ურანის 4 %-ზე მეტით გამდიდრება ხდება, ნაცვლად შეთანხმებით გათვალისწინებული 3.37 %-ისა.

იხილეთ ვიდეო:ირანის პარლამენტმა ბირთვული საქმიანობის აქტივიზაციის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს