სომხეთის პრეზიდენტი - მთავრობა, რომელმაც ქვეყანა აქამდე მოიყვანა, უნდა წავიდეს

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები და ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირება ქვეყანაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით გამოწვეული კრიზისის გადალახვის ცივილური გზაა. ამის შესახებ მან მოსკოვში სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ასეთი დიდი ტრაგედია ხდება, არის გადაწყვეტილება: მთავრობა, რომელმაც ქვეყანა აქამდე მოიყვანა, უნდა წავიდეს. თუკი პოლიტიკოსი ძლიერია, მას შემდეგ შეუძლია დაბრუნება. არის ცივილური გზა - ვადამდელი არჩევნები, ეროვნული ერთობის დროებითი მთავრობის შექმნა“, - განაცხადა სარქისიანმა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ თითოეულ პარტიას თავისი მინისტრი ჰყავდეს მთავრობაში. სარქისიანი მიიჩნევს, რომ მთავრობის ფორმირება ყველასთვის პატივსაცემმა ადამიანმა უნდა განახორციელოს.

პრეზიდენტის თქმით, ამ მთავრობამ ნახევარი წელი, ან ერთი წელი უნდა იმუშავოს, ახალ არჩევნებამდე, ვიდრე მოსახლეობა მანდატს ახალ ძალას არ მისცემს.

მანვე დასძინა, რომ ამავე პერიოდში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, კონსტიტუციის შესაცვლელად. ის ასევე ემხრობა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ხალხი ირჩევდეს და არა პარლამენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო