მამუკა ხაზარაძე - უდიპლომო მინისტრების ფოიერვერკია, რომლებმაც ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს ქვეყანა - მე და ჩემი თანაგუნდელები ამ ჩაკეტილ წრეს გავარღვევთ

უდიპლომო მინისტრების ფოიერვერკია, რომლებმაც ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს ქვეყანა - მე და ჩემი თანაგუნდელები ამ ჩაკეტილ წრეს გავარღვევთ, - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „უდიპლომო მინისტრები ქვეყანას აზარალებენ“.

"ყოველდღიურად ვუყურებთ უდიპლომო მინისტრებს. რომლებმაც ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ დაწყებულ ბრძოლას პარლამენტიდან ან პარლამენტის გარედან რადგან, ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმას რა დღეშიც ბიძინა ივანიშვილი ამყოფებს. მან თავისი რუსული მეთოდებით და 90-იანების აზროვნებით მართავს ქვეყანას. ჩვენი მიზანია რომ ამ წრიდან გავიდეთ. ჩვენი ქვეყანა იმ პოლიტიკაში, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნება. ჩემი და ჩემი მეგობრების იდეა და მისიაა, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა. ახალ ძალას ითხოვს პოლიტიკა, რომ თავიდან ბოლომდე ავაწყოთ ქვეყანა, ყველა სფერო ჯანდაცვიდან დაწყებული სასამართლო სისტემით დამთავრებული ჩამოშლილია და საჭიროებს განახლებას,"- განაცხადა ხაზარაძემ.

"ლელოს" თავმჯდომარემ მისი და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი განმარტა - ხაზარაძის თქმით, ისინი არ შეუშინდნენ არსებულ სიტუაციას და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის პოლიტიკაში ყოფნა გადაწყვიტეს.

"მე და ბადრის შეგვეძლო თავის დროზე წავსულიყავით ქვეყნიდან, როგორც ეს ბევრმა გააკეთა. შეგვეძლო არ ჩავრეულიყავით პოლიტიკაში, მაგრამ ვიყავით მართლები და ასე არ მოვიქეცით. არ გავექეცით სასამართლოს, შორიდან არ დავიწყეთ ყურება ჩვენი ქვეყნის გაჭირვების და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა დავიწყეთ. რადგან ჩვენ რეალურად ვხედავთ რა დღეშია ხალხი და რომ მათ სჭირდებათ დახმარება”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა