ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის კომუნიკაციების მომავალი დირექტორი და პრეზიდენტის პრესსპიკერი დაასახელა

ჯო ბაიდენმა საკუთარი საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციების დირექტორი ქეით ბედინგფილდი თეთრი სახლის კომუნიკაციების მომავალ დირექტორად აირჩია, „დემოკრატების“ პრესსპიკერი ჯენ ფსაკი, კი ბაიდენის პრესსპიკერი გახდება.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენი ასევე აპირებს „ამერიკული პროგრესის ცენტრის” პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ნეერა ტანდენი მენეჯმენტისა და ბიუჯეტის სამსახურის დირექტორად დანიშნოს.

„ამერიკელ ხალხთან პირდაპირი და გულწრფელი კომუნიკაცია პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობაა და ამ გუნდს ამერიკელი ხალხის თეთრ სახლთან დაკავშირების უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრება”, - ნათქვამია ჯო ბაიდენმა განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის მიერ არჩეული სამივე პირი ობამას ადმინისტრაციის პერიოდში მსახურობდა. ბედინგფილდს ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს მისი კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობა ეკავა. ფსაკი თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი იყო, ტანდენი კი ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების მდივნის კეტლინ სებელიუსის უფროს მრჩევლად მსახურობდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო