შრი-ლანკაში ციხის ბუნტის დროს 6 პატიმარი დაიღუპა, 35 კი - დაშავდა

შრი-ლანკაში, „მაჰარას“ ციხეში მომხდარი ბუნტის დროს 6 პატიმარი დაიღუპა, 35 კი - დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, პატიმრებმა ციხეში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გააპროტესტეს, არეულობის გასაკონტროლებლად კი სამართალდამცავებმა ცეცხლი გახსნეს.

პანდემიასთან დაკავშირებული უკმაყოფილება შრი-ლანკას ციხეებში ყოველდღიურად მატულობს. ბოლო კვირების განმავლობაში პატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინფიცირების შემთხვევების ზრდა რამდენიმე ციხეში გააპროტესტეს. აღსანიშნავია, რომ შრი-ლანკას ციხეებში პატიმართა ჭარბი რაოდენობის პრობლემა არსებობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა