ადვოკატი - მოლოდინი გვაქვს, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდება

არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ბრალდებულები მართლმსაჯულების პროცესს ხელს შეუშლიან. მოლოდინი გვაქვს, რომ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდება. სასამართლოს თავდებობას ვთავაზობთ, 200-მდე ადამიანის ხელწერილი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ თბილისის საქალაქო სასამარათლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში მართლმსაჯულების პროცესს ხელს შეუშლიან.

„ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თავისუფლების ყოფნის პერიოდში მართლმსაჯულების პროცესს ხელს შეუშლიან, შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო დაცვის მხარის არგუმენტირებულ პოზიციას გაითვალისწინებს - შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიების სახე და არ იყოს პატიმრობა გამოყენებული, ასევე თავდებობას ვთავაზობთ - 200-მდე ადამიანის ხელწერილი გვაქვს. არანაირი ხელშეშლის საფუძველი არ არსებობს, რომ ბრალდებულები მართლმსაჯულებას პროცესს ხელს შეუშლიან და ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ მოხდება მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. თავდების ჯგუფის გარკვეული ნაწილია პოლიტიკოსები, მათ შორის დეპუტატები, საზოგადოების ცნობილი და სანდო პირები გვყავს წარმოდგენილი და ვფიქრობ, სასამართლოს არ ექნება არგუმენტი, რომ მათი შუამდგომლობა თავდებობასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინოს", - განაცხადა ლონდარიძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ბრალდებულების გათავისუფლებას პირადი თავდებობით ითხოვს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო