ნიგერიაში ფერმერებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

ნიგერიაში ფერმერებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფერმერებზე თავდასხმა შაბათს ბორნოს შტატის რამდენიმე სოფელში მოხდა. მედიის ინფორმაციით, ადამიანებს, რომლებიც ბრინჯის ყანებში მუშაობდნენ, შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი - გაიტაცეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 43 დაღუპულის შესახებ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ შტატში „ბოკო ჰარამსა“ და “ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინციის" დაჯგუფებას არაერთი თავდასხმა განუხორციელებიათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა