გიორგი ვაშაძის განცხადებით, არ განიხილება საკითხი, რომ თუ ხელისუფლება სასამართლო რეფორმას განახორციელებს, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არ განიხილება საკითხი, რომ თუ ხელისუფლება სასამართლო რეფორმას განახორციელებს, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ. ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა.

„ბევრი კომპონენტი უნდა იყოს შეთანხმებაში. განიხილება სხვადასხვა საკითხი, რასაც საჯაროდ ვერ ვიტყვი, თუმცა პარალელურად ბევრი საკითხი შეიძლება დაისვას. სასამართლო რეფორმაზე საუბარი არაა, არ განიხილება, რომ თუ სასამართლო რეფორმას გააკეთებთ, შემოვალთ პარლამენტში”,- განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ „გირჩი” პარლამენტში მართლმასჯულების რეფორმის სანაცვლოდ შევიდეს, ვაშაძე ამბობს, რომ „არ ჰგონია”. მისივე თქმით, თავად არ აპირებს, რომ პარლამენტში ამ პირობით შევიდეს.

„ალბათ ყველა საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ყველას თავისი მოსაზრება აქვს და არ შეიძლება თავს დავესხათ. საბოლოო გადაწყვეტილებას ხომ ერთად ვიღებთ და ყველაგან საერთო პოზიციებით უნდა შევიდეთ. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. არაფერს არ გამოვრიცხავ. როგორ უნდა გამოვრიცხო სხვისი ქმედება. მე შემიძლია ჩემს ქმედებაზე ვისაუბრო და მე მართლმსაჯულების რეფორმის სანაცვლოდ არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას. შეთანხმება უნდა იყოს კომპლექსი ბევრი კომპონენტის და მათ შორის უნდა იყოს არჩევნებთან მიმართებით. არჩევნებთან მიმართებით თუ არ იქნა, რა აზრი აქვს შეთანხმებას. უბრალოდ ნაცარს ხომ არ დავიყრით თავზე?!”,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების საკითხი რომ დაეწყო “ქართულ ოცნებას” ისე, როგორც ოპოზიცია შეთანხმდა, “გირჩი” და სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევიდოდა პარლამენტში.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა, რაზეც ოპოზიციასთან მოხდა შეთანხმება ნიშნავს არჩევით მოსამართლეებს, პოლიციის უფროსებს ასევე, პროკურორს ირჩევდეს დაზარალებული, გაუქმდეს სუს-ი და მისი ფუნქციები გადანაწილდეს სხვა უწყებებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო