ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი - ჩვენი პოზიცია კატეგორიული იქნება, რადგან ეს საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია

ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს, რადგან მათი გამოძიებაში უარყოფითი მონაწილეობის საკითხი მაღალი ხარისხით არსებობს, - ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარის პოზიცია კატეგორიული იქნება, რადგან ეს საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.

„ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაა ბრალდებულების მიმართ გამოყენებული იყოს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის ძალაში დარჩენა, რადგან მათი გამოძიებაში უარყოფითი მონაწილეობის საკითხი მაღალი ხარისხით არსებობს. დარწმუნებული ვარ, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ამ საქმეზე, რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია კატეგორიული იქნება, რადგან ეს საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. ნაწილი ექსპერტიზის დასკვნა მიღებულია, ნაწილს კი ველოდებით. როგორც მოგეხსენებათ, უამრავი მტკიცებულებაა მოპოვებული, თუმცა ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის და ბუნებრივია, ამ დასკვნებსაც მივიღებთ", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების საქმის პროკურორებს სასამართლოსთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ.

„მონა მიხეილ" - ამ შეძახილებისა და ტაშის ფონზე მოუწია საქმის პროკურორს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ბრალდებულების გათავისუფლებას პირადი თავდებობით ითხოვს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს