ამირან გამყრელიძე - არავინ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ მართვადი, დილით დაახლოებით 350-მდე თავისუფალი საწოლი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, დილის მონაცემებით, დაახლოებით 350 თავისუფალი საწოლი და რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატია.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, სტაციონარიზაციის კუთხით, ქვეყანაში გარკვეული ხარვეზები არის, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი დაბალია.

“არავინ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ მართვადია. დილით იყო დაახლოებით 350-მდე თავისუფალი საწოლი, თუ მეტი არა და მათ შორის, რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატი. ქვეყანაში დღეს 85 სრული კოვიდკლინიკაა. ასევე ბევრი მუშაობს ჰიბრიდულ რეჟიმზე, ამიტომ შესაძლებელია, ზოგიერთ კლინიკაში, სადაც ავადმყოფი მიემართება, თავისუფალი საწოლი არ იყოს. ვიცი, არსებობს გარკვეული ხარვეზები სტაციონარიზაციის, მაგრამ საბოლოოდ ვისაც სჭირდება, სტაციონარში თავსდება. ჩვენს ქვეყანაში სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი დაბალია”,- განაცხადა გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა