ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 187 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან 39 დადებითი პასუხი აღმოჩნდა.

კოჩიევას თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 1 877 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 813 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რეგიონში 15 დეკემბრამდე შეწყვეტილია საშუალო, საშუალო-პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა