ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის შეხვედრაზე მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა განიხილეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, ოპოზიცის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა განიხილეს.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას ოპოზიცია გააფორმებს დეკლარაციას, ამასთან, დეპუტატები, რომლებიც ცესკო-ს მონაცემებით შესულები არიან პარლამენტში, მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერენ.

„დღეს შევათანხმეთ საბოლოო დეტალები იმ ღონისძიების, რომელიც გაიმართება პირველი სხდომის პარალელურად. როგორც უკვე იცით, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს, შეიკრიბება მეტეხის ტაძართან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს. გარდა ამისა, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტშია შესული, მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია. საბოლოო დეტალები გავიარეთ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდზეც ისაუბრა. მისი თქმით, მესამე რაუნდის ჩანიშვნა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული

„ გააჩნია რა წინადადებით მოვლენ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ჯერ არის არის ჩამოყალიბებული იმ წინადადებაზე, რომელიც უნდა წარუდგინოს ოპოზიციას, ალბათ, ეს არის მიზეზი იმის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მესამე რაუნდი არ ჩაინიშნა. ჩვენ მუდმივად, მზად ვართ ყოველდღიურად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდაზე, მთავარია ხელისუფლება მოვიდეს კონკრეტული წინადადებით“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის