სომხური მედია - მთიან ყარაბაღში 55 000 მოქალაქე დაბრუნდა

მთიანი ყარაბაღის 55 000-ზე მეტი მცხოვრები თავიანთ სახლებს დაუბრუნდა, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და განვითარების მინისტრმა ჟირაირ მირზოიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული 55 000-მდე პირიდან 23 000-ზე მეტი მოქალაქე ყარაბაღამდე რუსმა სამშვიდობოებმა გააცილეს, დანარჩენები კი თავად დაბრუნდნენ.

რაც შეეხება დაბრუნებული მოქალაქეების საცხოვრებლებით უზრუნველყოფის თემას, მირზოიანმა განაცხადა, რომ ამჟამად სტეფანაკერტში ყველა სასტუმრო და სხვა შენობა სავსეა. იმ მოქალაქეებისთვის კი, რომლებიც იძულებულები გახდნენ ის ტერიტორიები დაეტოვებინათ, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, ე.წ. მთავრობა სოფლის სახლებს ქირაობს. გარდა ამისა, მისი განმარტებით, დაბომბილი სტეფანაკერტის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია