პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შენობასთან წითელი ხაზი გაავლეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შენობასთან წითელი ხაზი გაავლეს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, ეს ხაზი სიმბოლოა იმისა, რომ მის ერთ მხარეს საბჭოთა კავშირია, ხოლო მეორე მხარეს თავისუფლების სივრცე.

მისი თქმით, მოთხოვნები უცვლელი რჩება: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ჩვენ სიმბოლურად გავავლეთ ისტორიის წითელი ხაზი და სივრცე მკაფიოდ ორ ნაწილად გაიყო. ამ წითელი ხაზის იქით, არის ტირანიის და საბჭოთა კავშირის სივრცე, ხოლო, წითელი ხაზის აქეთ არის თავისუფლების სივრცე. თითოეულმა მოქალაქემ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ამ წითელი ხაზის რომელ მხარეს დგება. ნუ დაელოდებით გამარჯვებას სახლში, მოდით და ერთად მოვიპოვოთ გამარჯვება, საქართველოს წარმატებული, ნათელი მომავალი. იმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც ბრძვის.

უკვე გადავედით აქციების უწყვეტ რეჟიმში. შეიქმნა თავისუფლების სივრცე და მას შევინახავთ ბოლომდე, სანამ ეს თავისუფალი სივრცე მთელ საქართველოზე არ გავრცელდება“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა