„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 28 ნოემბერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება და სანაცვლოდ დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას იწვევს, - ასე აფასებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 28 ნოემბერს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ფაქტს.

მათივე განცხადებით, მსგავსი ქმედება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს ძირს უთხრის.

"სპონტანური აქცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გასაპროტესტებლად გაიმართა და დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. აქცია თავდაპირველად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს დაუსაბუთებლად არ მისცეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართულ რკინის კონსტრუქციაზე (რომელიც არ წარმოადგენს შენობის შემადგენელ ნაწილს) წარწერების გაკეთების უფლება. პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სავარაუდოდ გახდა ერთ-ერთი აქტივისტის დაკავების საფუძველი, ხოლო მისი დაკავებისას მეორე აქტივისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის. არაკანონიერი მოთხოვნა და შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნისადმი წინააღმდეგობა, არ წარმოშობს ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს.

"აღნიშნული შეცდომის გამოსწორების მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ მოგვიანებით პოლიციელებმა სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთების შესაძლებლობა მისცეს. დაკავებული ორი აქტივისტის მიმართ კი დაიწყო წარმოება იმ სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის ჩადენაც არ დასტურდება ადგილზე მყოფი არც ერთი ნეიტრალური მოწმის მიერ“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში, მწვავე პრობლემად დგას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ დემონსტრანტთა მიმართ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა რელევანტურობისა და უტყუარობის საკითხი, დაბალი მტკიცების ტვირთი და უფლებათა დაცვის არასაკმარისი სტანდარტები.სასამართლოში, არაერთხელ ეჭვქვეშ დამდგარა მოწმე სამართალდამცავის მიერ დაკავებული დემონსტრანტის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების უტყუარობა. მნიშვნელოვანია აღნიშნული ხარვეზები არ განმეორდეს 28 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეებში. პრობლემას ამძაფრებს დაკავების პროცესში აქტივისტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, რასაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გახშირებული საჩივრების სრულყოფილად გამოძიებისათვის. აღნიშნული შემთხვევების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება და სანაცვლოდ დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, იწვევს ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას და ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს