ივერი მელაშვილი - პროკურატურისგან რამე განსხვავებული არ მომისმენია - ერთი კითხვა მაქვს, რამე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მას დღეს სახელმწიფო ბრალდებისგან ახალი არაფერი მოუსმენია.

როგორც სასამართლო პროცესზე მელაშვილმა განმარტა, მას აინტერესებს, საგამოძიებო ორგანომ შესაძლო დანაშაულის მოტივი დაადგინა თუ არა.

„გენერალური პროკურატურიდან არ მომისმენია დღეს რაიმე განახვავებული. ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს.

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც წარმოდგენილი იყო, გაჯერებულია ტყუილებით...

რაც გაკეთდა და ის არის სწორი, ის არის ქვეყნისთვის სწორი",- განაცხადა მელაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს