ბექა ფერაძე - „რეფორმერი ფიტნესს" დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად 30 კალენდარული დღე აქვს

ბათუმში მდებარე „რეფორმერი ფიტნესს" დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად 30 კალენდარული დღე აქვს, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ობიექტი დალუქულია და მსგავსი შემთხვევების მიმართ მკაცრი მიდგომა იქნება.

„ აღნიშნულმა ფიტნეს დარბაზმა დაარღვია იზოლაციისა და კარანტინის დადგენილი წესები და მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ შეეწყვიტა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობა, არ დაემორჩილა და დაჯარიმდა 10 000 ლარით. კომპანიამ უარი განაცხადა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, თუმცა ოქმი ჩაბარებულად ითვლება, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობს ადგილზე და სამართალდამრღვევი უარს ამბობს ოქმის ჩაბარებაზე. შესაბამისად, ოქმი 28 ნოემბრიდან ჩაბარებულად ითვლება და სამართალდამრღვევს აქვს 30 კალენდარული დღე ჯარიმის გადასახდელად. თუ არ მოხდება ჯარიმის გადახდა დადგენილი წესით, ის მიეცემა იძულებით აღსასრულებლად“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში" პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. პარალელურად, ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვენენ შეკრებილი. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

29 ნოემბერს “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო