პარლამენტთან აქცია - „შემახე ამინისტია“ გაიმართა

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და პატიმრების ოჯახის წევრებმა აქცია მოწოდებით - "შემახე ამინისტია" გამართეს.

როგორც ჟურნალისტებს ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, ისინი ითხოვენ, რომ ამინისტია შეეხოს ე.წ პრობაციონერებს, მსუბუქ,მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს.

ადვოკატის განმარტებით, მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში „გადიან პედოფილები და მათ გათავისუფლებას არ ითხოვენ“.

კობაიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველივე სესიაზე არ განიხილება მათი მოთხოვნა ამინისტიის თაობაზე, აპირებენ სიმბოლურად ჯაჭვი - წრე გააკეთონ პარლამენტის შენობის ირგვლივ და ამგვარად გამოხატონ პროტესტი.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ არჩევნებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პატიმრების მოშიმშილე დედებს შეხვდა, ასევე დაპირდა პატიმრებს,რომ არჩევნების შემდეგ ამინისტიას აუცილებლად მიიღებდნენ.

"პედოფილიას არ ვეხებით. მუხლობრივად ვითხოვთ მთელ რიგ შემსუბუქებებს ისეთ სასჯელზე, რომელიც მიმართულია საკუთრების წინააღმდეგ; ე.წ. ნარკოდანაშაულზე; ოჯახური ძალადობა,რომლითაც გადავსებულია ციხე; ფინანსური დანაშაული ცოლად მოყვანის მიზნით; თაღლითობა და ა.შ", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა