გიგი წერეთელი ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთელის განცხადებით, პანდემიის პირობებში ეუთო-მ საკუთარი პოტენციალით მსოფლიოში უფრო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნა უნდა შეძლოს. ამის შესახებ წერეთელმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის რესურსები და პოლიტიკური მხარდაჭერა აუცილებელია, რაც მას სასწრაფოდ სჭირდება ძველი, თუ ახალი სირთულეების დასაძლევად.

„იმის გათვალისწინებით, რომ მზარდი ტრანსნაციონალური და გლობალური გამოწვევები ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ემუქრებიან, ორგანიზაციისთვის აუცილებელია რესურსები და პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც მას სასწრაფოდ სჭირდება ძველი თუ ახალი სირთულეების დასაძლევად”, - განაცხადა წერეთელმა.

წერეთელმა სინანული გამოთქვა, რომ ეუთო-ს სივრცეში კვლავ დიდია დაყოფა და დაპირისპირება. ცალკეული ქვეყნები კი არ ასრულებენ ვალდებულებებს და არღვევენ ფუნდამენტურ პრინციპებს.

„მთიანი ყარაბაღის გამო ომი, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გადაუდებელი აუცილებლობის მტკივნეული შეხსენებაა. ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებასთან ერთად, იმედი მაქვს, რომ ეს სერიოზული მოლაპარაკებების საშუალებას მოგვცემს და საბოლოო შედეგი ხანგრძლივი მშვიდობა იქნება”, - აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, საჭიროა ზემოქმედება ეუთო-ს რეგიონში არსებულ სხვა კონფლიქტებზეც. უკრაინასა და საქართველოში შეთანხმებების შესასრულებლად და გონივრული გადაწყვეტილებებისათვის აუცილებელია მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე წარიმართოს.

„ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, სრულიად მიუღებელია. 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა, სამხედრო ძალების მეშვეობით ოკუპაცია, ინტენსიური უკანონო ბორდერიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ტერორი, რაც საფრთხეს უქმნის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ღრმა შეშფოთებას იწვევს, სეპარატისტულ რეგიონებთან რუსეთის ფედერაციის მხრიდან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და დაჩქარება, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც ქართული ტერიტორიები“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე მოხსენებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები ევროკავშირის, აშშ, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის ელჩებმა გააკეთეს.

ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაში ეუთოს 57 წევრი ქვეყნის ელჩები, აღმასრულებელი და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო