ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდა. საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებდა, რომ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძველი და საფრთხე არსებობდა, რაც კონკრეტულ მტკიცებულებებს ემყარებოდა. ამასთან, პროკურორი განმარტავდა რომ დაკავებულების მხრიდან არსებობდა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების ფაქტორი, ასევე გამოძიებისა და მართლმსაჯულების პროცესში უარყოფითი მონაწილეობის მაღალი რისკები.

დაცვის მხარე კი, აცხადებდა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან წარმოდგენილი იყო მათ მიერ დანიშნული ექსპერტის დასკვნა, რომლითაც ადვოკატების განმარტებით, დასტურდება, რომ სადაო რუკები მცდარია და მათ შორის, სწორედ, ამ მიზნით არ იყენებდნენ ბრალდებულები მათ საზღვრის დელიმიტაციისას.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 214 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც უდგებოდნენ. სასამართლოში საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ბრალდებულებმაც.

წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს 14:00 საათზე გაიმართება, ვინაიდან საგამოძიებო პერიოდის გაგრძელება სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა