სერგი კაპანაძე  - წინადადებები სხვა რაღაცებზე, შესაძლოა, საინტერესო იყოს, მაგრამ არ არის ის, რაც კრიზისს განმუხტავს და არჩევნების ლეგიტიმაციას გამოიწვევს, ამიტომ მოთხოვნაა, ახალი არჩევნები!

ხელისუფლების მხრიდან ჯერ არც ერთი მნიშვნელოვანი წინადადება არ მოგვისმენია, რაც სერიოზულად შეიძლება იყოს განხილული, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცადებას გამოეხმაურა.

ამ კონტექსში კაპანაძეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდისგან რაციონალურ წინადადებას ელის და ეს წინადადება მხოლოდ ახალ არჩევნებს უნდა ეხებოდეს.

“წინადადებები სხვა რაღაცებზე, შესაძლოა საინტერესო იყოს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს და 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციას გამოიწვევს. ამიტომ მოთხოვნაა, ახალი არჩევნები! მზად ვართ ვისაუბროთ, ამ ახალი არჩევნების ვადებზე, ფორმაზე და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ჯერ მზად არ არიან ამაზე წამოვიდნენ. ძალიან მალე ვნახავთ, გადადგამენ თუ არა ამ ნაბიჯს. უნდა დაველოდოთ - იქ ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს და როგორც ის ერთი ადამიანი ჩათვლის საჭიროდ, როგორ ფეხზეც გაიღვიძებს, სამწუხაროდ, ამაზე ვართ დამოკიდებული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყანა ჭაობშია ჩაფლული, ყველა მიმართულებით არის უმძიმესი კრიზისი, საიდანაც თავის დაღწევა სახელისუფლო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს დღეს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გამოეხმაურა. „შეთანხმებასთან ახლოს ვართ ყველანი, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს