ნინა კობახიძე - სიტუაცია არის რთული, თუმცა მართვადი

განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, რომელიც რა თქმა უნდა, ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება, - ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სიტუაცია არის რთული, თუმცა მართვადი.

„მოხდა დამატებითი საწოლების გამოყოფა სხვადასხვა ჰოსპიტალური ქსელიდან. მაგალითად ჩვენს ქსელში ჭიათურას დავამატეთ, კვირის ბოლოს კი ვანის და ბორჯომის ჰოსპიტალი იქნება დამატებული. ასევე განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, რომელიც რა თქმა უნდა, ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება. ვემზადებით ამ პროცესისთვის. თავისთავად სიტუაცია არის რთული, თუმცა მართვადი ამ ეტაპზე. ვისაუბრეთ ონლაინ -კლინიკების ეფექტურობაზე, რომელიც საქართველოს ბევრ რეგიონში შესაძლებელია ჩაირთოს და ბინაზე დარჩენილი პაციენტებისთვის, უფრო ეფექტური გახდეს და უფრო შემსუბუქდეს მათი მდგომარეობა", - განაცხადა ნინა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს