ტიტე აროშიძე - გამარგინალებული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მოსახლეობას დაუპირისპირდა, რაც მათი უკანასკნელი მცდელობაა - კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას რეაგირება ექნება

"ქართული ოცნების" წევრის ტიტე აროშიძის განცხადებით, ოპოზიცია დესტრუქციას ცდილობს. ის გამოეხმაურა აჭარის მთავრობის სახლთან დღეს განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ ეს მათი უკანასკნელი მცდელობაა.

აროშიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

„აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე უკვე კვირაა მიმდინარეობს ე.წ. ოპოზიციის მცირერიცხოვანი აქცია, სადაც არის განთავსებული კარვები, ანთია კოცონი, არის ანტისანიტარია, ჩახერგილია გზები და რაც ყველაზე მთავარია, არ არის დაცული არანაირი რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს კიდევ უფრო ზრდის.

ყოველდღიურად არის ამასთანავე მცდელობა ისევ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან მოახდინონ დესტრუქცია, შევიდნენ კონფლიქტში როგორც მთავრობის დაცვის წევრებთან, ასევე პოლიციასთან და ამით მოახდინონ ტემპერატურის აწევა, რაც მათი ბოლო მცდელობაა. გამომდინარე იქიდან , რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ ხნის განმავლობაში ვერანაირი აქციებით ვერც ხალხის მობილიზებას და ვერც ტემპერატურის აწევას, დღეიდან ისინი გადავიდნენ ახალ სცენარზე, რომელიც არის გასტროლიორის სცენარისტის მოფიქრებული და ყველანაირ დესტრუქციას ახორციელებენ, რითაც ცდილობენ, რომ მიიქციონ მოსახლეობის ყურადღება.

დღესვე დაფიქსირდა, ის, რომ მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ახლომდებარე კორპუსებში, შევიდნენ მოსახლეობასთან დაპირისპირებაში და გამარგინალებული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ დაუპირისპირდა უკვე მოსახლეობას და ეს არის მათი უკანასკნელი მცდელობა, უკანასკნელი ძალების მოკრება.

დღეს თითქოსდა მოსახლეობის პრობლემების მანტიით აპირებდნენ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ამით გამართლებას იმ საქციელის, რომ კიდევ ერთხელ უნდოდათ არეულობის შეტანა დღევანდელ სიტუაციაში. მინდა ვთქვა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ყოველდღიურ რეჯიმში ისევე, როგორც მთავრობის წევრები, ყოველდღიურად მოსახლეობას ხვდება და შესაბამისად, პრობლემა არ აქვს მოსახლეობასთან შეხვედრის. მოსახლეობის პრობლემას მიხედავს აჭარის მთავრობა.

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, ასევე აქციის მონაწილეებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ექნება შესაბამისი რეაგირება. შსს-ს თითოეული თანამშრომელი იცავს უსაფრთხოებას. აგრძელებენ მუშაობას და აარიდებენ ქალაქს იმ უსიამოვნებას და დესტრუქციას, რის განხორციელებასაც აპირებს დღეს არსებული ოპოზიცია", - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!