საფრანგეთში პოლიციელების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის ნაწილს თავიდან დაწერენ

საფრანგეთში პოლიციელების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც სამართალდამცავების უსაფრთხოებას ეხება, თავიდან დაწერენ.

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამართალდამცავების უფლებების შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებებმა ქვეყანაში მასშტაბური აქციები გამოწვია.

ხელისუფლების პირვანდელი გეგმის მიხედვით, ახალი კანონპროექტის მიხედვით პოლიციელების უფლებამოსილება უნდა გაზრდილიყო და ბეჭდურ თუ სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცავების შესახებ მაიდენტიფირებელი გამოსახულების გამოქვეყნება აკრძალულიყო.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ამით მედიას თავისუფლად მუშაობის უფლება შეეზღუდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო