სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ღამეს პარლამენტის შენობასთან, კარვებში გაათენებენ

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ღამის კარავში გატარებას აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს „მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა კახა კვეკვესკირმა განუცხადა, კარავში 20-მდე ადამიანი დარჩება, რომელთაც საშვები არ აქვთ.

„აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნები, „კომენდანტის საათის“ გაუქმება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს აქცია არის უწყვეტი, ვრჩებით ადგილზე და 20-მდე ადამიანი ღამე ვაპირებთ კარავში ვიყოთ. საშვები არ გვაქვს, მაგრამ დილიდანვე ვცდილობდით პოლიციასთან გვეთანამშრომლა წესრიგის დაცვის კუთხით და ამ სუბორდინაციას ერთმანეთში ვიცავთ“, - განაცხადა კვეკვესკირმა.

თავის მხრივ, მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა ნარსიამ სამოქალაქო სექტორს მოუწოდა პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

„მოგიწოდებთ, გამოიღვიძოთ და მოხვიდეთ აქ, ერთად შევქმნათ გამარჯვება! ჩვენი მოთხოვნებია „ლოქდაუნში“ გამოკეტილი ადამიანების სოციალური დახმარება, პირველადი მედიკამენტების მიწოდება სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებიც შიმშილისგან იღუპებიან და ორი თვე ვერაფრით გაძლებენ“, - განაცხადა ნარსიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო