იენს სტოლტენბერგი - ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ყველას უფრო დაცულს გვხდის, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია

ნატო-ს 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანა ნატო-ს პოლიტიკური ალიანსის გაძლიერებაა, რაც პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის განმტკიცებას გულისხმობს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს უაღრესად ღირებული პარტნიორია და ეს პარტნიორობა ყველას უფრო დაცულს ხდის.

„საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორობა ყველას უფრო დაცულს გვხდის. ამიტომ, მტკიცედ მჯერა, რომ ეს პარტნიორობა კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატო-სთვისაც,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში. საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუწევთ. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ერთად უფრო მეტს ვაკეთებთ საზღვაო სფეროში, მათ შორის სანაპირო დაცვის სამსახურს ვწვრთნით, ვუზიარებთ ერთმანეთს საჰაერო სივრცეში გადაადგილების მონაცემებს და ერთად ვპასუხობთ ჰიბრიდულ გამოწვევებს. ასევე, ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ შავ ზღვაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თარიღზე სპეკულაცია არ სურს, თუმცა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია.

„არ დავიწყებ სპეკულაციებს, როდესაც საქმე ნატო-ში გაწევრიანების თარიღს ეხება, თუმცა ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მე მჯერა, რომ საქართველოსთვის ალიანსთან დასაახლოებლად საუკეთესო გზად რჩება რეფორმების იმპლემენტაცია, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია და ნატო-ს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას. ნატო უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში. ვგულისხმობ ნატო-ს ტრეინინგ ცენტრს თბილისთან ახლოს,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალზე პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა მიმდინარე კვირის ოთხშაბათს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო