ამერიკელი ექსპერტი - კიმ ჩენ ინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრეს

ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს და მის ოჯახს კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა მიაწოდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვაშინგტონში მდებარე „ეროვნული ინტერესის ცენტრის“ ექსპერტმა ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ჰარი კაზიანისმა სანდო წყაროზე დაყრდნობით განაცხადა.

მისი თქმით, კიმსა და ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე მაღალჩინოსანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაუკეთეს, თუმცა, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ უცნობია, კონკრეტულად რომელი პრეპარატი მიაწოდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს.

ჰარი კაზიანისი წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე სულ ცოტა სამი ჩინური კომპანია მუშაობს, მათ შორის Sinovac Biotech-ი, CanSinoBio და Sinophram Group-ი.

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს არ ადასტურებს, მაგრამ სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ქვეყანას, იანვრის ბოლომდე, ანუ საზღვრის ჩაკეტვამდე, ჩინეთთან სავაჭრო და ხალხთაშორისი ურთიერთობები ჰქონდა, ამიტომ არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის ეპიდემია გავრცელებულია.

იხილეთ ვიდეო:ამერიკელი ექსპერტი - კიმ ჩენ ინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა