აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, სომხეთის შეარაღებული ძალების გასვლის შემდეგ და ოკუპაციიდან 28 წლის შემდეგ რაიონი აზერბაიჯანს დაუბრუნდა.

„სამმხრივი შეთანხმების თანამხად, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოაწერეს, 1-ელ დეკემბერს აზერბაიჯაინის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ“, - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. მოსკოვში დადებული ხელშეკრულება სომხეთს მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილიდან გასვლას ავალდებულებს.

იხილეთ ვიდეო:აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა