გერმანიაში კორონავირუსის 13 604 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 388 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 604 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 067 473-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 388 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 16 636-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გერმანიაში ე.წ. „მსუბუქი ლოქდაუნი“ ნოემბრის დასაწყისში დაწესდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში დაიკეტა ბარები და რესტორნები, თუმცა სკოლები და მაღაზიები ჯერჯერობით ღია რჩება. რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ქვეყნის რეგიონების ლიდერები შეზღუდვების მინიმუმ 20 დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს