„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს Land Cruiser 200-ის და Land Cruiser Prado-ს შეძენას დიდი ფასდაკლებით სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს Land Cruiser 200-ის და Land Cruiser Prado-ს შეძენას დიდი ფასდაკლებით სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომოყვარულებისთვის სპეციალური ფასდაკლების აქციას აანონსებს.

2020 წლის დიზელისძრავიანი ლეგენდარული Toyota Land Cruiser 200-ის შეძენა „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 12 000-ლარიანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი, ხოლო მსოფლიოში განთქმულ, 2020 წლის ასევე დიზელისძრავიან Toyota Land Cruiser Prado-ში მომხმარებელი 9 000 ლარით ნაკლებს გადაიხდის. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ სპეციალური ფასდაკლების აქციით მომხმარებლისთვის საყვარელი მოდელები მეტად ხელმისაწვდომი გახდება. გარდა სოლიდური თანხის დაზოგვისა, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლეგენდარულ ყველგანმავალ Toyota Land Cruiser 200-ს შეიძენს, ელექტროსკუტერით დასაჩუქრდება, Toyota Land Cruiser Prado-ს ახალ მფლობელს კი საჩუქრად ელექტროსქროლი გადაეცემა.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, ტოიოტას პოპულარული მოდელების ფასდაკლებით შეძენის მსურველები, პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ უნდა დაუკავშირდნენ ონლაინ www.toyota-tbilisi.com ან ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 იმ მიზნით, რომ დააზუსტონ ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული პირობები და დეტალები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა