შაქარაშვილის საქმის პროკურორი - კონსტანტინე ღიბრაძე, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა თავდასხმის პროცესში განხორციელებული სისასტიკე, სასამართლოს მოახსენებს ყველაფერს

კონსტანტინე ღიბრაძე, რომელმაც თავის თავზე გადაიტანა თავდასხმის პროცესში განხორციელებული სისასტიკე, სასამართლოს მოახსენებს, თუ რა ქმედებები განახორციელეს "მერსედესის” მგზავრებმა", - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, კონსტანტინე ღიბრაძის გარდა სასამართლოში ჩვენებას სხვა პირებიც მისცემენ.

"დღევანდელ პროცესზე დაიკითხება კონსტანტინე ღიბრაძე, ასევე ის პიროვნებები, რომლებმაც გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ახვლედიანი შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. ასევე პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები. ის პირები, რომლებმაც გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ახვლედიანი იქიდან წამოიყვანეს, სასამართლოს მოახსენებენ თუ რა მდგომარეობაში იყვნენ უშუალოდ თავდასხმის შემდეგ გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ახვლედიანი. ამავდროულად, კონსტანტინე ღიბრაძე, რომელმაც თავის თავზე გადაიტანა თავდასხმის პროცესში განხორციელებული სისასტიკე, სასამართლოს მოახსენებს, თუ რა ქმედებები განახორციელეს "მერსედესის“ მგზავრებმა, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილზე და სხვა პირებზე, ასევე ისაუბრებს იმ ინფორმაციაზე, რაც მას გიორგი ქათამაძემ და ვახტანგ ახვლედიანმა მიაწოდეს",- განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა