რუსეთში კორონავირუსის 26 402 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 569 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 402 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის 2 322 056 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 569 ინფიცირებული და მათი რაოდენობა სულ 40 464-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების რაოდენობა რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რუსეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 803 467 ადამიანი.

რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში, აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო