2021 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება

2021 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება.

კერძოდ, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, მომდევნო წელს საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისთვის 1,614,671.1 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც 60 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის დამტკიცებული გეგმის მაჩვენებელზე, რომელიც 1,554,287.8 ათას ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გათვალისწინებულია საჯარო სექტორში დასაქმებულების რაოდენობის ზრდა. კერძოდ 2021 წელს საჯარო სექტორში 112 570 დასაქმებული იქნება და შედეგად, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის გეგმასთან (112 214) შედარებით 356-ით იზრდება.

თავის მხრივ, როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, მომდევნო წელს საჯარო სექტორის შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი ზრდა განპირობებულია 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსებით.

"2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება",-აღნიშნავენ სამინისტროში.

ამასთან, უწყების განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით.

იხილეთ ვიდეო:2021 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა