თბილისის ზღვის ჰოსპიტალი, რომელიც გუშინ დააყაჩაღეს, მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობს

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი, რომელიც გუშინ დააყაჩაღეს, მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობს. ამის შესახებ კლინიკის წარმომადგენელმა ნინი კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„დაახლოებით 6-ის ნახევარზე ორი მამაკაცი იარაღის მუქარით ითხოვდა კარის გაღებას. გაისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა კლინიკის ქონება. შემდეგ შემოიჭრნენ შენობაში და წაიღეს თანხა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კლინიკა სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას და პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ”, - განაცხადა ნინი კილაძემ.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა