აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 41 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 125 602- მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 433-ს მიაღწია.

ქვეყანაში კოვიდ 19-სგან დღემდე 76 897 პაციენტი განიკურნა, ამჟამად კი 47 272 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა