Moderna-მ კოვიდ 19-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვის მოპოვების მიზნით აშშ-სა და ევროკავშირს მიმართა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ განაცხადა, რომ ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-სგან კოვიდ 19-ის კანდიდატ ვაქცინასთან დაკავშირებული მარკეტინგის ნებართვის მისაღებად განაცხადი მიიღო.

ამასთან, კომპანია Moderna-ს ინფორმაციით, მის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენების მიზნით საგანგებო ნებართვის მისაღებად განაცხადი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაშიც შეიტანა.

კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 94.1 პროცენტია.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს საკუთარი ვაქცინის გამოყენების ნებართვის მიღების მიზნით დღეს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და მისმა გერმანულმა პარტნიორმა BioNTech-მაც მიმართეს. რამდენიმე დღის წინ კი ამ კომპანიებმა ანალოგიური თხოვნით განაცხადი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაშიც შეიტანეს.

იხილეთ ვიდეო:Moderna-მ კოვიდ 19-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვის მოპოვების მიზნით აშშ-სა და ევროკავშირს მიმართა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა