„თბილისი ენერჯი“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბუნებრივი გაზი გაუიაფდათ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბუნებრივი გაზი გაუიაფდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “ თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, ახალწყალი და კუმისის მოსახლეობა დღეიდან, ბუნებრივი გაზს გაიაფებული ტარიფით მიიღებს.

„სემეკის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები „თბილისი ენერჯის“ სალიცენზიო არეალში შევიდნენ. საქართველოში, ბუნებრივი გაზის აბონენტებს ყველაზე დაბალ ტარიფს „თბილისი ენერჯი“ სთავაზობს. შესაბამისად, მას შემდეგ რაც გარდაბნის სოფლები „თბილისი ენერჯის” აბონენტები გახდნენ, ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური შეუმცირდათ. დღემდე მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთის, წალასყურის, ახალწყალის და კუმისის მოსახლეობას სხვა კერძო კომპანია ემსახურებოდა და ბუნებრივი გაზის ტარიფი იყო 48.7460 თეთრი. დღეიდან კი ისინი „თბილისი ენერჯის“ მომსახურებით სარგებლობენ, ბუნებრივი გაზის ტარიფიც გაუიაფდათ და 46.1374 თეთრი გახდა“,-აცხადებენ “ თბილისი ენერჯიში“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო