დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 28.2 % თამბაქოს მომხმარებელია

საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 2020 წლისთვის 28.2 %-ს შეადგენს, ხოლო 16 წლამდე მოზარდებში 2019 წლის მონაცემებით 12%-ია.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში "თამბაქო- სიტუაციური მიმოხილვა 2020" ონლაინ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოსახლეობის 86% ემხრობა თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ტაქსში.

კვლევის მიხედვით, თამბაქოს მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი 18.6 წელია. მათ შორის, კაცებში 18.2 წელი, ქალებში კი 21.3 წელი.

როგორც ონლაინ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მოწევაზე თავის დანებება 23.1%-მა სცადა.

რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის ინდექსის კვლევის შედეგებს, ამ მონაცემის მიხედვით 57 ქვეყანას შორის 77 ქულით საქართველო ბოლოდან მე-6 ადგილზეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო