გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ახლა, როცა მსოფლიო კოვიდ-19-ს ებრძვის, აივ ინფექცია დავიწყებას არ უნდა მიეცეს

ახლა, როცა მსოფლიო უკვე სხვა ვირუსს, კოვიდ-19-ს ებრძვის, აივ ინფექცია დავიწყებას არ უნდა მიეცეს , - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია კანემიმ შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ვირუსი ერთმანეთისგან ბევრი ნიშან-თვისებით განსხვავდება, მათ მსგავსებაც ახასიათებთ.

"ორივე მათგანი მოწყვლადობას განაპირობებს, რაც კოვიდ-19-ის ფონზე შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს, რადგანაც ის უფრო ადვილად ვრცელდება მარგინალურ ჯგუფებში, სადაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სერვისებზე, ინფორმაციასა თუ დამცავ აღჭურვილობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ აუცილებელი დაცვა და ზრუნვა ყველაზე ნაკლებად სწორედ იმ ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი, ვინც ინფექციის და დაავადების ყველაზე მაღალი რისკის წინაშე დგას.

გლობალურ დონეზე, აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ისეთ რისკის ქვეშ მყოფ პოპულაციებზე მოდის, როგორიცაა სექსმუშაკები და მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან, ასევე მათი პარტნიორები. თუმცა, აივ პროგრამების მთლიანი დაფინანსების მხოლოდ მცირე ნაწილი არის მათზე მიმართული. ეს შოკისმომგვრელი ნაპრალია, რომელიც, პანდემიიდან გამომდინარე, ზეწოლის გამო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა ნატალია კანემიმ.

მისივე თქმით, თანდათან გროვდება მტკიცებულებები, რომ აივ-ინფექციის მქონე ადამიანები უფრო მეტად შეიძლება დადგნენ კოვიდ-19-ით ინფიცირების და მისგან გამოწვეული სიკვდილის რისკის წინაშე.

"ბევრი უწყვეტი ძალისხმევა ხორციელდება, მათ შორის, ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით, სამიზნე პოპულაციებისთვის სიცოცხლის გადარჩენაზე მიმართული სერვისების შესანარჩუნებლად, თუმცა, მათი ოდენობა საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავანგრიოთ სტიგმა, დისკრიმინაცია და მარგინალიზაცია, რომელსაც რისკის ქვეშ მყოფი პოპულაცია აივ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში აწყდება. მათ საკუთარი თავის დაცვის და ზრუნვის იგივე უფლება აქვთ ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს. "მდგრადი განვითარების მიზნების“ შემუშავებით, მსოფლიომ ვალდებულება აიღო, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მთელი მოსახლეობისთვის იქნებოდა უზრუნველყოფილი. მოდით, გლობალური ვალდებულება მოქმედებად გარდავქმნათ, რათა არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა.

ვირუსს შეუძლია შეგვახსენოს, რომ არც ერთი ადამიანი, ცალკე აღებული, დაცული არ იქნება მანამდე, ვიდრე ყველას დაცვას არ უზრუნველვყოფთ. არც ლოდინის დრო აღარ გვაქვს. სწორედ ახლაა შესაფერისი დრო, როცა სამართლიანად ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებში ინვესტიცია უნდა ჩავდოთ და ადამიანის უფლებები დავიცვათ", - განაცხადა მან.

ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს