გიორგი მარგველაშვილი - ოპოზიციამ ხელი მოაწეროს გაყალბებაზე, შევიდნენ პარლამენტში და მათთვის გაწერილი როლები ითამაშონ, იქნება მათი პოლიტიკური კრახი

პოლიტიკურ პარტიებს ხელში უჭირავთ ქართველი ხალხის ნება და ამ ნებით თამაში, ამ ნების ვიღაცისთვის ჩუქება ან გადაფორმება, მათი მხრიდან სრული პოლიტიკური სიბეცე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ხალხის მმართველობა შეიქმნას, კომპრომისი უნდა შედგეს, თუმცა ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა და გაწერილი როლების თამაში პოლიტიკური კრახი იქნება.

,,ჩვენ ვცხოვრობთ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების ბერკეტები ხელში უპყრია პოლიტიკურ ჯგუფს და მათ ხელმძღვანელს, რომელმაც ხალხის ლეგიტიმური ნდობა არ მიიღო. მათივე დათვლით, ისინი ნახევარზე ნაკლებ ხმებს ფლობენ, თუმცა დღეს უნდათ, რომ ხელში ჩაიგდონ 100% სახელმწიფო მართვის ბერკეტები. იმისათვის, რომ ჩვენ ხალხის მმართველობა შევქმნათ, ქვეყანაში კომპრომისი უნდა შედგეს. ჩვენი ოპოზიცია ადეკვატურად იქცევა, ისინი არ საუბრობენ, რომ ექსტრაორდინალურს მოახდენენ და ქვეყნის სტაგნაციას გამოიწვევენ. მიტინგების გამართვაზეც კი ძალიან რაციონალურად და მშვიდად საუბრობენ, ამ ფონზე მოთხოვნა, რომ ამ ადამიანებმა ხელი მოაწერონ გაყალბებაზე, შევიდნენ პარლამენტში და მათთვის გაწერილი როლები ითამაშონ, ეს იქნება მათი პოლიტიკური კრახი. გამოდის, რომ ისინი შედიან ფარსში, რომელშიც მისცემენ დაწერილ როლებს და გვექნება ავტორიტარული რეჟიმი საქართველოში. მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ვადაზე შეიძლება იყოს საუბარი, როგორც კომპრომისზე. პოლიტიკურ პარტიებს ხელში უჭირავთ ქართველი ხალხის ნება და ამ ნებით თამაში, ამ ნების ვიღაცისთვის ჩუქება ან გადაფორმება მათი მხრიდან სრული პოლიტიკური სიბეცე იქნება, დანარჩენი კომპრომისის და მოლაპარაკების საკითხია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს