ნიკა მელია „ლელოში“ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ - გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს

ხელისუფლების ადგილზე, უმჯობესია იფიქრონ, რომ რაც უფრო მალე მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, უკეთეს მდგომარეობაში ჩადგებიან. როგორც ჩანს, ისინი საღი აზრის ფარგლებს მიღმა არიან გასულები და ვერ აცნობიერებენ, რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა , - ამის შესახებ "ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა თავისუფალი არჩევნები არ ტარდება, ვერავინ იტყვის, რომ არჩევნები ჩატარდა.

"ჩვენი გეგმა არის ცნობილი, ჩვენი შეფასება არჩევნების მიმართაც ცნობილია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა საარჩევნო დღეს და მანამდეც მომხდარი. არჩევნები მხოლოდ საარჩევნო დღეს არ ყალბდება, მანამდეც.

გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპულობა იყოს უკეთესი ხვალინდელი დღის გარშემო და არა უბრალოდ, რომელიღაცა პარტიას და ბევრ პარტიას უნდა ასე და ამიტომ. ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს შეუწყობს - თავისუფალი არჩევნები და როცა თავისუფალი არჩევნები არ ტარდება, ვერ ვიტყვით რომ არჩევნები ჩატარდა.

ხელისუფლების ადგილზე, რაც უფრო მალე მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, უკეთეს მდგომარეობაში ჩადგებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი საღი აზრის ფარგლებს მიღმა არიან გასულები და ვერ აცნობიერებენ, რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა. ქვეყნის მოსახლების უმრავლესობა, როცა დარწმუნებულია, რომ არჩევნები ან გაყალბდა ან უბრალოდ არ ჩატარებულა, ამ რეალობას ვერ შეცვლის კობახიძისა და სხვა "ქართული ოცნების" მოლაპარაკე თავების რიტორიკა, რომელსაც ადგილი აქვს პირველი ნოემბრიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს