მამუკა ხაზარაძე - არ მოგვისმენია, რომელიმე პარტიას პარლამენტში შესვლა - გამოსვლაზე დაეფიქსირებინოს აზრი, ეს ვარიანტები და ვარაუდებია, თუმცა პირველი განცხადება, რაც გაკეთდა, იმ აზრზეა მთელი ოპოზიცია

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გაჟღერებული მოსაზრებები ,,ვარიანტები და ვარაუდებია", თუმცა ოპოზიცია პირველი განცხადების ერთგულად რჩება.

ამის შესახებ ხაზარაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ბუნებრივია, ყველა შეხვედრა ემსახურება, ერთ რამეს, რომ გვქონდეს ერთიანი, შეჯერებული პოზიცია. ვფიქრობთ უამრავ სხვადასხვა სცენარზე და იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაშია შექმნილი. ძირითადი საკითხი იყო საარჩევნო და მოლაპარაკებების თემები. არ მოგვისმენია, რომ რომელიმე პარტიას ცალკე პარლამენტში შესვლა-გამოსვლაზე დაეფიქსირებინოს აზრი. ეს არის ვარიანტები და ვარაუდები, თუმცა პირველი განცხადება, რაც გაკეთდა სწორედ ამ აზრზეა მთელი ოპოზიცია“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა