გიორგი გელხაურის განცხადებით, კოკო ღიბრაძემ სასამართლოში დაკითხვაზე არ გამორიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები შესაძლოა, მიეღო იმ ადგილზე, სადაც პირველი შეხვედრა მოხდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, დღეს სასამართლოში კონსტანტინე (კოკო) ღიბრაძემ დაკითხვაზე არ გამორიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილს ექსპერტიზით ცნობილი დაზიანებები შესაძლოა, მიეღო იმ ადგილზე, როცა პირველი შეხვედრა მოხდა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"კოკო ღიბრაძის ჩვენებას ორ ნაწილად გავყოფდი. ერთი ნაწილი, სადაც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ის გამოიქცა და თბილისში ჩამოვიდა, უბანში ნახა მეგობრები და ჩააკითხა თავის მეგობრებს, რომ ჩამოეყვანა. მან იქ არ მიატოვა და წამოვიდნენ თბილისში. ასევე ისაუბრა იმაზე, რომ თბილისში ამირხანაშვილის ჩამოსვლა მოხდა მშვიდობიანად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამირხანაშვილთან მიმართებით არავის უძალადია და არავის იძულების წესით არ ჩამოუყვანია თბილისში. ასეთ ფაქტს რომ ჰქონოდა ადგილი, ერთმნიშვნელოვნად განაცხადა მან, რომ აუცილებლად ეცოდინებოდა და ეტყოდნენ მას, რომ თითქოს ამირხანაშვილი იძულების წესით ჩამოიყვანეს. ასევე, ისიც განაცხადა, რომ მას ტაქსის ფულიც არ ჰქონდა და ცდილობდა რამენაირად ჩამოსულიყო თბილისში", - განაცხადა გელხაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა